“მთავარია, რომ კომუნიკაციით კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, საქართველოში მაიდანი არ შედგა და ვერ შედგება” – ქადაგიშვილი

“მთავარია, რომ კომუნიკაციით კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, საქართველოში მაიდანი არ შედგა და ვერ შედგება”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მაკრონის სატელეფონო ზარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარებულია.

„ეს კიდევ ერთი მოწოდებაა, რომ პოლიტიკური პროცესი დაიწყოს და არა მაიდანიზაციის მცდელობები. ეს არის პოზიტიური გზავნილი, მხოლოდ დასაწყისია და წინ უკეთესობა გველოდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები