“ოპოზიციაში კიდევ აქვთ დრო, რომ საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდნენ” – ლევან მახაშვილი
“უკვე რამდენიმე კვირაა, ქაოტურ პროცესს ვაკვირდებით, ოპოზიციას ვურჩევთ, რომ სისტემურად კონსტრუქციულ და ცივილურ გარემოს დაუბრუნდნენ, რადგან ეს იქნება მათი მთავარი გეგმაც და მიზანიც”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„პარლამენტს მათთვის მანდატების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ამიტომ, მათ კიდევ დრო აქვთ, რომ საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდნენ“, – განაცხადა მახაშვილმა.