გიორგი ვოლსკი: რასაკვირველია, იქნება მცდელობა, რომ რაღაც პროცესი შეაჩერონ, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნები

“ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის მხრიდან პრეზიდენტის არჩევნების ჩაშლის შესაძლო მცდელობის შესახებ ისაუბრა.

„რასაკვირველია, იქნება მცდელობა, რომ რაღაც პროცესი შეაჩერონ, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ახალი სისტემით ტარდება, იმოქმედონ იმ განწყობით, წარმოდგენებით და აღქმებით, რომელიც შეიძლება, სულაც არ შეესაბამება რეალობას. ვინაიდან კანდიდატი არის ღირსეული და მისი ღირსეული მოქმედებები იქნება ძალიან აშკარა, ყველასთვის მისაღები და მოსაწონი. ამ რეალობას ნამდვილად შევქმნით და მათ შორის, პრეზიდენტსაც, თუნდაც, სიმბოლური როლი ექნება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ახალ პრეზიდენტს 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია 14 დეკემბერს აირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები