“თავიდანვე ვინც იყვნენ აქციის ორგანიზატორები, მათ თვითონ აერიათ მიზნები და ამოცანები, თუ რას უნდათ, რომ მიაღწიონ” – ქადაგიშვილი

“თავიდანვე ვინც იყვნენ აქციის ორგანიზატორები – სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მათი საგარეო მხარდამჭერები – მათ თვითონ აერიათ მიზნები და ამოცანები, თუ რას უნდათ, რომ მიაღწიონ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

“ამ აქციაზე მთავარი აღმოჩნდა ის აგრესიული ჯგუფი, რომელსაც ამოცანად ჰქონდა, რომ განეხორციელებინა ესკალაცია და შემდეგში ეს ყველაფერი ე.წ. მაიდანიზაციამდე უნდა მისულიყო. ყველამ დაინახა, რომ ეს უპერსპექტივოა და საქართველოში ვერ და არ შედგება”, – აღნიშნავს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები