უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა, ამ ზამთარს დაიწყოს – დონალდ ტუსკი

უკრაინაში ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, მომავალი წლის ზამთარში დაიწყოს,- განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა გააკეთა.

მისივე თქმით, პოლონეთი აქტიურ როლს შეასრულებს კონფლიქტის დასრულებაში და აქტიურად იქნება ჩართული მოლაპარაკებებში, როდესაც 1-ელ იანვარს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.

„მე მექნება მოლაპარაკებების სერია, პირველ რიგში, ჩვენს აღმოსავლეთით მდებარე საზღვრის მიღმა არსებულ ვითარებაზე. ჩვენი დელეგაცია იქნება თანაპასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორი იქნება პოლიტიკური კალენდარი. ალბათ იმაზეც, თუ როგორი იქნება ვითარება მოლაპარაკებების დროს, რომელიც შეიძლება, დაიწყოს ზამთარში, თუმცა ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, – განაცხადა ტუსკმა.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხუთშაბათს, 12 დეკემბერს, ეწვევა ვარშავას, რათა გასული კვირის ბოლოს პარიზში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებები მიმოიხილოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები