ედიშერ გვენეტაძე – სუს-ის განცხადებაზე: იმ ადამიანის მსგავსი ორფეხებისაგან, რომლებიც წუხელ ქრისტეს გამოსახულებიან კუბოს სატანისტური წესის აღსრულებით წვავდნენ, გიკვირთ, რომ ითხოვდნენ 2-3 გვამს და უფრო მეტსაც?!
ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელშიც, მიმდინარე კვირას დესტრუქციული ძალების მიერ ვითარების უკიდურესად გამწვავების მიზნით, 2-3 ადამიანის მსხვერპლზეა საუბარი.
„იმ ხროვისაგან, რომელიც არცთუ ისე შორეულ წარსულში კამერების წინ დაუყოვნებლივ ითხოვდა ორ გვამს!
იმ ადამიანობისაგან გასულებისაგან, რომლებიც დევნიდნენ და დევნიან, განსხვავებულ აზრს, მედიებს;
იმათგან ვინც არბევდა ტელევიზიებს და ახლაც 2007 წლის 7 ნოემბრის მოლოდინშია და უსურვებს ახალ 7 ნოემბერს “იმედს”;
იმ დამნაშავის მომხრეებისაგან, რომელიც მისნაირ ნაძირალა გვარამიასაგან მიტინგებზე ითხოვდა ფეხმძიმე ქალის მოკვლას;
იმ ჟურნალისტებისაგან რომლებიც ქართული ჯარისაგან მოპარულ ფულებს უხვად იჯიბავენ და მერე ქართველი პოლიციელების დამსახიჩრებელ ტერორისტებს გმირებად აცხადებენ;
იმათგან, ვინც ქართველ სამართალდამცველებს ცოცხლად წვავს, ქვებს, მოლოტოვის კოქტეილს, „ხლაპუშკებს” ესვრის;
იმ უსაშინლესი ძალებისაგან, რომლებიც ქაშვეთის ეზოში სიბილწეს სჩადის, დიდი ექვთიმეს ძეგლს აშარდავს, რუსთაველის თეატრზე უმსგავსობებს ახატავს, რუსთაველს წვავს და აღა მაჰმად ხანზე უარესს უკეთებს;
იმ ზნეობა დაკარგულებისაგან, რომლებიც თავიანთი უბნელესი ზრახვების შესრულების სანაცვლოდ პოლიტიკურ პროცესებში რთავენ და ფიზიკურად სწირავენ არასრულწლოვან ბავშვებს;
და ბოლოს იმ ადამიანის მსგავსი ორფეხებისაგან, რომლებიც წუხელ ქრისტეს გამოსახულებიან კუბოს სატანისტური წესის აღსრულებით წვავდნენ – გიკვირთ, რომ ითხოვდნენ 2-3 გვამს და უფრო მეტსაც, რათა სათანადო ანაზღაურების ფასად აღასრულონ მათზე მიღებული 2-3, გნებავთ თუნდაც 100 კაცის მოკვდინების დავალება?! რა, განა ასე არ იყო კიევურ “მაიდანზე” 2014 წელს. გაუჭირდათ უკრაინაში?!” – წერს გვენეტაძე.