ზაალ ანჯაფარიძე – სუს-ის განცხადებაზე: აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

„მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს. ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი.

აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით.

P.S. გასაგები მიზეზების გამო, რომ სუს-ი ვერ დაასახელებს იმ უცხო ქვეყნებს. თუმცა, ჩვენი საზოგადოება ხომ ხვდება ვინ და საიდან არიან“, – წერს ანჯაფარიძე.

სუს-ის განცხადებით: “დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები