“მოვუწოდებთ შსს-ს იმ ადამიანების მიმართ გაატაროს ინდივიდუალური ღონისძიებები, რომლებიც კანონს არღვევენ, თუმცა, აქციის მშვიდობიან მონაწილეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, პროტესტი მშვიდობიან გარემოში გამოხატონ – ომბუდსმენი

“მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმ ადამიანების მიმართ გაატაროს ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები, რომლებიც კანონს არღვევენ, თუმცა, აქციის მშვიდობიან მონაწილეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი აზრი და პროტესტი მშვიდობიან გარემოში გამოხატონ”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. დღევანდელ დღეს, ტრადიციულად, სახალხო დამცველი ავრცელებს განცხადებას, სადაც საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების კუთხით არსებობს ჩვენს ქვეყანაში.
წელს ამის გაკეთება განსხვავებულად გადავწყვიტეთ, ვინაიდან ის კონტექსტში, რაც რეს ქვეყანაში არსებობს გვიბიძგებს, რომ ფოკუსი გავაკეთოთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო 10 დღის განმავლობაში მოხდა და ვისაუბროთ იმ პრობლემებზე,ე რომელსაც სახალხო დამცველი აპარატის აიდენტიფიცირებს. მთელი საქართველოს მასშტაბით ვახდენთ ადამიანის უფლებების იდენტიფიცირებას მუდმივად , ამ 10 დღის მანძილზე და პერიოდულად ვუზიარებთ საზოგადოებას იმ უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც ჩვენს ხელთ არის არსებული და რომელიც, მათ შორის, გავუზიარე დიპლომატიურ კორპუსს. ამ დღეების განმავლობაში შეხვედრა მქონდა აშშ-ის ელჩთან, ევროკავშირის ელჩთან, დიდი ბრიტანეთის, ბრიტანეთის და საფრანგეთის ელჩებთან და მათაც გავუზიარე ის ინფორმაცია, რაც გაგვაჩნია.

ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, როდესაც შეკრების დაშლა ხდებოდა იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეების მცირე ჯგუფი არღვევდა კანონს, თუმცა ჩვენი მოქალაქეების დიდი ჯგუფი რუსთაველის გამზირზე პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შსს-ს, იმ ადამიანების მიმართ გაატაროს ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები, რომლებიც კანონს არღვევენ, თუმცა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი აზრი და პროტესტი მშვიდობიან გარემოში გამოხატონ.

გაგაცნობთ სტატისტიკას, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა და მე ამ დღეების განმავლობაში შევაგროვეთ – შეხვდით 327 დაკავებულს, აქედან 245 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. პირადად ვნახე ეს ადამიანები, საზოგადოებამაც ნახა ეს ადამიანები და მოვუწოდებთ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ძალიან ეფექტურად, დროულად გამოიძიოს ყველა ეს საქმე და ადამიანებმა, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული, მისცეს პასუხისგებაში. დაუშვებელია, რომ ეს საქმეები არ იყოს გამოძიებული , ეს კიდევ უფრო წაახალისებს კანონდარღვევებს და ჩვენ უფრო მძიმე სურათს მივიღებთ, როდესაც აქციებს დაშლას ექნება ადგილი”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები