თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად მხარს ნინო ბაქაქურს დაუჭერს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნინო ბაქაქურს მხარს დაუჭერს.
როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბაქაქურს კარგად იცნობს და ის პრინციპული იურისტია.
“მე ბატონ ძლიერიშვილს არ ვიცნობ, მაგრამ პარლამენტარები მას ესაუბრებიან, შეაფასებენ მის კომპეტენციას და კვალიფიკაციას და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ მის დანიშვნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ნინო ბაქაქურს, მე მას ვიცნობ, როგორც პრინციპულ იურისტს და ვისურვებდი, რომ პარლამენტმა მას მხარი დაუჭიროს”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები