ზელენსკი: უკრაინა მზად არის, ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანებამდე, უცხოური ჯარების განთავსების საკითხი განიხილოს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის, განიხილოს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადება უკრაინის ტერიტორიაზე, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებამდე უცხოური ჯარების განთავსების შესახებ.
მისივე თქმით, პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, მან ჰკითხა მათ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებამდე.
„გულწრფელად გეტყვით, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ და ვიმუშაოთ ემანუელ მაკრონის წინადადებაზე. მან შემოგვთავაზა, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ჯარების ნაწილი იმყოფებოდნენ უკრაინის გარკვეულ ტერიტორიებზე, რაც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი იქნება, მანამ, სანამ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდება. მანამდე ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო გაგება, თუ როდის იქნება უკრაინა ევროკავშირში და როდის – ნატო-ში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.