ვიქტორ ორბანი: ენტონი ბლინკენი ძალიან შორიდან, უსაფრთხოდ და კომფორტულად მყოფი, უკრაინელებს მოუწოდებს, რომ დროა, მათ გაწვევის ასაკი შეამცირონ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ძალიან შორიდან, უსაფრთხოდ და კომფორტულად მყოფი უკრაინელებს მოუწოდებს, რომ დროა, მათ გაწვევის ასაკი შეამცირონ.
ორბანის განცხადებას უნგრულ მედიასთან პრემიერის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო მეტი ახალგაზრდა უკრაინელი უნდა დაიღუპოს. აქედან გამომდინარე უნდა ვთქვა, რომ ამის თავხედურად წარმოჩენა მსოფლიოს წინაშე, აჩვენებს, რომ დრო იყო, ამერიკაში მომხდარიყო ცვლილება“, – ციტირებს ზოლტანი ორბანის სიტყვებს.