ინგოროყვას კლინიკური დირექტორი: „ტვ პირველის“ ოპერატორი სამედიცინო დაწესებულებიდან დღეს გაეწერება, ხოლო ჟურნალისტს კლინიკაში დარჩენას შევთავაზებთ
“ტვ პირველის“ ოპერატორი სამედიცინო დაწესებულებიდან დღეს გაეწერება, ხოლო ჟურნალისტს, მონიტორინგის მიზნით, კლინიკაში დარჩენას შევთავაზებთ”, – ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ორივე პაციენტის გაწერა იყო დაგეგმილი.
“მაკა ჩიხლაძის გაწერას ვგეგმავდით დღეს, მაგრამ არტერიული ჰიპერტენზია დაფიქსირდა. ისევ ჩვენი მოთხოვნით, ახლა გადაწყდა, ქალბატონს შევთავაზებთ კლინიკაში დარჩენას და წნევის 24-საათიან მონიტორინგს, რათა გამოვრციხოთ ყველა ის შესაძლებელი, არსებული ან მერე განვითარებული პათოლოგია, რომლის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ამიტომ – მაკა ჩიხლაძეს ჩვენ ამას შევთავაზებთ. ბუნებრივია, პაციენტის ნების წინააღმდეგ ვერ წავალთ, ინფორმირებულ თანხმობას როდესაც მივიღებთ, მას დავტოვებთ კიდევ ერთი დღით კლინიკაში და შესაბამისად, ჩაუტარდება სწორედ ამ პრობლემაზე ორიენტირებული გამოკვლევა. რაც შეეხება ოპერატორს, ის დღეს გაეწერება“, – განაცხადა ჭელიძემ.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს კონსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს.
მომხდარზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.