ლევან ნიკოლეიშვილი: ძალიან სამარცხვინო და ამორალურია, როდესაც ადამიანის სიკვდილს თავის ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ
“ძალიან სამარცხვინო და ამორალურია, როდესაც ადამიანის სიკვდილს თავის ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ”,- ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი აქციაზე მიმავალი ქალბატონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოხმაურებებს.
“ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება, პირველ რიგში ოჯახის ტრაგედია, ამ დროს ხშირად მოსისხლე მტრებიც კი თანაგრძნობას გამოხატავენ, ეს პოლიტიკურად ჭკუაშეშლილები კი ხელებს იფშვნეტენ იქნებ რამეში გამოიყენონ, ასეთი რამე კი ზღვარგადასული უზნეობის გამოვლინებაა”,-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.