თედო ისაკაძე: ამ მოდგმას ჰქვია „ტაშის მოყვარულთა საზოგადოება“

„ესაა მოდგმა ნახევარფაბრიკატი პოეტებისა, მწერლებისა,  მუსიკოსებისა, მსახიობებისა, მეცნიერებისა და ა.შ.“, – ამის შესახებ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას თედო ისაკაძემ განაცხადა.

„ბულინგი პატარა არსებების ასპარეზია“ – პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

„მოდგმა, რომლებიც ქვეცნობიერად მშვენივრად აღიქვავენ თავის უნიჭობასა და შემოქმედებით უსუსურობას და შინაგანი დისკომფორტი აქვთ.

ესაა მოდგმა, რომელიც მორალურად და ფინანსურად მხარდაჭერილია ნეოლიბერალური ინტერნაციონალისგან, რომლის მიზანიცაა „ლექის აღზევება“ და ნეიბოლშევიკური სტრატეგია „ვინც იყო არაფერი, იქნება ყველაფერი!“

კომფორტული შეთავაზებაა ამ არარაობებისთვის და არ გაგვიკვირდეს რომ ეს ტრენდი იმუშავებს ტაკიმასხარებისთვის.

ნიჭიერი ადამიანი ასე ადვილად ასაგდები არაა! ნიჭიერმა კაცმა იცის თავის ფასი და ტრენდულ ნიავს ლერწამივით არ მოუხრის თავს!

ერის ცხოვრებაში, პერიოდულად, დგება ჟამი, როცა დადუღებისას ლექს უნდა აცალო ზეობა და, მერე აუცილებლად დგება პერიოდი ლექის მოქაფვისა. აქ არ იგულისხმება ანგარიშსწორება (ბულინგი პატარა არსებების ასპარეზია), იგულისხმება ადგილის მიჩენა ქვეყნის ისტორიაში“, – აღნიშნა ისაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები