ედიშერ გვენეტაძე: რად უნდოდა ამდენი იარაღი კეზერას და მის ამფსონებს? – იმ მიზნის აღსასრულებლად, რომლისთვისაც დიდი ხანია ემზადებიან – ანუ სახელმწიფო გადატრიალებისთვის

“მიუხედავად არაერთგზის ჩაფლავებული მათი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული გეგმებისა, ეს გარედან მართული დახვეწილი არამზადები ვერ ხვდებიან, რომ საქართველო სახელმწიფოა და არა შალიკო ნათელაშვილის დახეულ-დაფხრეწილი ფანჩატური”, – ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის და სხვა ნივთმტკიცებულებების შესახებ, სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ დავით კეზერაშვილს და მის ამფსონებს ამდენი იარაღი სწორედ სახელმწიფო გადატრიალებისთვის სჭირდებოდათ, რომლისთვისაც დიდი ხანია ემზადებიან „კოლექტიური ნაცმოძის“ წარმომადგენლები.

„აი რა იარაღის არსენალი იპოვეს კეზერაშვილის სახლში სამართალდამცველებმა. ახლა გამოხტებიან კეზერას ფულებზე საელობიო (ელიობას ადრე თხებს კლავდნენ) თხებივით მიშტერებული „ნაცფორმულელები“, კეზერას ფინანსებით გულჩამწვარი არასამთავრობოები, კეზერას ოქროებით გაუბედურებული უფლებადამცველები და დაიწყებენ მოთქმას, ჩვენს არქიფო, მამა-მარჩენალს ჩაუდეს შიგ შუაგულ თბილისშიო.

ე. ი. ამ ხელმოცარულ გადამტრიალებელთა და გადამტრიალებელთა ხელშემწყობთა ლოგიკით ბანდიტს, ყაჩაღს, ბიზნესის რეკეტიორს, საქართველოს ჯარის გამძარცველს, რომელსაც სასამართლომ ჩვენი გმირი მეომრებისადმი წართმეული 15 მილიონი დაუმტკიცა, რაც სტრასბურგმა დაადასტურა, ჩაუდეს( SIC)!

ბუნებრივია ისმის კითხვა რად უნდოდა ამდენი იარაღი კეზერას და მის ამფსონებს? უეჭველია იმ მიზნის აღსასრულებლად, რომლისთვისაც დიდი ხანია ემზადებიან „კოლექტიური ნაცმოძის“ წარმომადგენლები ანუ სახელმწიფო გადატრიალებისთვის. რომლის დროსაც ამ ავაზაკებს უნდა დაეხოცათ მათ მიერ მოტყუებული და წინ გარეკილი ახალგაზრდობის ნაწილი, გმირი პოლიციელები, უბრალო მოქალაქეები. აეოხრებინათ, აეწიოკებინათ, გადაეწვათ სრულიად საქართველო.

დასასრულს იქმნება შთაბეჭდილება იმისა, რომ მიუხედავად არაერთგზის ჩაფლავებული მათი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული გეგმებისა, ეს გარედან მართული დახვეწილი არამზადები ვერ ხვდებიან, რომ საქართველო სახელმწიფოა და არა შალიკო ნათელაშვილის დახეულ – დაფხრეწილი ფანჩატური“, – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები