დავით ჩიხელიძე: პატიმრობა შეფარდებული დავით კეზერაშვილი კიდევ ერთხელ მონაწილეობს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, მის სახლში ამოღებული იარაღი ირიბი მტკიცებულებაა, რომ ოპოზიციას საკრალური მსხვერპლი სჭირდება
“შსს-ს განცხადებით დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული სახლის ჩხრეკისას სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ათობით დაურეგისტრირებელი იარაღი და ვაზნები ამოიღეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციის „მშვიდობიან“ მიზნებს”, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, კეზერაშვილმა და დიმიტრი ჩიქოვანმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე.
„შსს-ს განცხადებით დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული სახლის ჩხრეკისას (კეზერაშვილმა გუშინ განაცხადა, „ჩემს სახლში პოლიცია შევიდა“) სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ათობით დაურეგისტრირებელი იარაღი და ვაზნები ამოიღეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციის „მშვიდობიან“ მიზნებს.
სასამართლოს მიერ, პატიმრობა შეფარდებული დავით კეზერაშვილი კიდევ ერთხელ მონაწილეობს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, მის სახლში ამოღებული იარაღი ირიბი მტკიცებულებაა, რომ ოპოზიციის მიზანი რევოლუციური პროცესების განვითარებაა, მათ საკრალური მსხვერპლი სჭირდებათ, ასეთი არსენალის (დაურეგისტრირებელი) ფლობის შემთხვევაში რთული არ არის, „ბრმა“ ტყვიის მიერ ადამიანის გარდაცვალება, დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიციის, რომლის უკან დავით კეზერაშვილი დგას, მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობაა, რაც საბედნიეროდ არ განხორციელდება. რაც გინახავს ვეღარ ნახავ, მაიდანი2 არ განხორციელდება, კეზერაშვილმა და დიმიტრი ჩიქოვანმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე. ეს ჩვენი ღირსების საკითხია!“, – წერს დავით ჩიხელიძე.