კეზერაშვილის ფორმულა იხურება – არხის ტექნიკური თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ 31 დეკემბერს ბოლო სამუშაო დღეა

კეზერაშვილის ფორმულა იხურება – სტრასბურგის სასამართლოს დადასტურებით, ქართული ჯარისთვის მოპარული ფულით დაფინანსებული ტელევიზიის თანამშრომლებს კეზერაშვილი საახალწლოდ უმუშევრად ტოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „ფორმულა“ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებს აქტიურად აშუქებს, მისი ჟურნალისტები კი აქციების რადიკალიზაციაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ, ტელეკომპანია იხურება. მედიაჰოლდინგ „კვირას“ ინფორმაციით, ტექნიკური სამსახური, რომელიც ტელევიზიის ეთერში გასვლას უზრუნველყოფს ოფიციალურად გააფრთხილეს, რომ 31 დეკემბერს ბოლო სამუშაო დღე აქვთ. ტელევიზიის დახურვასთან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან „ფორმულას“ ახალი ამბების და გადაცემის ჟურნალისტებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები