პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გრძელდება

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება.

ამ წუთებში, მომიტინგეები რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი და პროტესტი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

აქციაზე, მოქალაქეებთან ერთად იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც.

აქციის მონაწილეთა ნაწილს კოცონი აქვს დანთებული, ნაწილი კი, პარლამენტის შენობის წინ გამაგრებულ ჯებირებზე პერიოდულად აბრახუნებს.

ადგილზე კვლავ რჩებიან სამართალდამცველები.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები