ალეკო ელისაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ცოტა ხნის წინ, დუშეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან გამოკვლევებზე კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
ადვოკატის განცხადებით, ელისაშვილს დაკავების შედეგად დაზიანებები აღენიშნება.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს ბრალდება პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მან აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.