“დასაფასებელია ეუთო/ოდირის და შესაბამისი წარმომადგენლობების მხრიდან ობიექტური განცხადებები იმიტომ, რომ რეალობა ერთია – საქართველოში კონკურენტული არჩევნები ჩატარდა” – მდინარაძე

“დასაფასებელია ობიექტური განცხადებები ეუთო/ოდირის და შესაბამისი წარმომადგენლობების მხრიდან, რამეთუ დღეს ცოტა რთულია სუპერ ობიექტური განცხადებების კეთება იმ მასობრივი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბულინგის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

„დღეს ცოტა რთულია სუპერ ობიექტური განცხადებების კეთება იმ მასობრივი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბულინგის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს არ მართავენ ჯაშუშები. მეტი მიზეზი, მეტი საბაბი რეალური ამ ყველაფერს არ გააჩნია. შესაბამისად, ამისა დასაფასებელია ეუთო/ოდირის და შესაბამისი წარმომადგენლობების მხრიდან ობიექტური განცხადებები იმიტომ, რომ რეალობა ერთია – საქართველოში კონკურენტული არჩევნები ჩატარდა“ – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით ოპოზიციის კრიტიკის საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ ეუთო/ოდირმა ტყუილი არ თქვა.

„ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულია, რომ ეუთო/ოდირი არის მთავარი დამკვირვებელი, რომელიც ქმნის მისიებს ამ მიზნისთვის, ოღონდ არსებობს ერთი გახარიელი ბექა ლილუაშვილი, მისთვის ეს არ წარმოადგენს არაფერს და ამ დროს ცივილიზებული სამყარო ამას აღიარებს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში მათ ბექასი უფრო სჯერათ ლილუაშვილის, გახარიას ლილუაშვილზეა საუბარი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები