“ბევრი მცდელობაა, მათ შორის, ისინი ცდილობენ, რომ ლაპარაკი მაინც დაიწყოს ვიზალიბერალიზაციასა და მის შეჩერებაზე. წარმოიდგინეთ, რამხელა მავნებლობაში არიან შესულები, რომ იქნებ ვინმემ ლაპარაკი მაინც დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე”, – ამის შესახებ მმართველი პარტიის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება ყველაფერს კარგად ხვდება.
“მათ მინიმალურ საჩუქარი გადმოუდგეს და ეს განამარტებინეს ზელენსკის. მაგრამ, ქართული საზოგადოება ყველაფერს კარგად ხვდება. ჩვენგანაც არ იყო რეაქციები, როდესაც აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედმა ადმინისტრაციამ გააკეთა განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე და ეს ხალხს უკვე სასაცილოდ არ ჰყოფნის. ზოგიერთი ადმინისტრაციის ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფერს აუფასურებენ და დასავლეთს ქართველების თვალში მაქსიმალურ დისკრედიტაციას თავადვე უკეთებენ. ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც ვცდილობთ, რომ ეს არ მოხდეს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მავნებლობაა. აშშ-ის ელჩის მიმართ, როგორც პიროვნების მიმართ გვაქვს პოზიტიური დამოკიდებულება. მაგრამ, ამ ადამიანს სამწუხაროდ უწევს რაღაც “ქარდებს” დადება და რაღაც შაირობა გამოდის. აშშ-ის საელჩო ყოველდღე რაღაც საშაირო “ქარდებს” დებს და ჩვენ რა უნდა ვუპასუხოთ. საოცრება ხდება, წარმოუდგენელი მარაზმი ხდება და სამწუხაროდ, ამ რიგშია ის გამეტებული საჩუქარი ქართული ჯაშუშური ქსელის მიმართ, რომელიც ზელენსკის ხელით გაუკეთეს მათმა პატრონებმა ქართულ აგენტურულ ოპოზიციას”, – აღნიშნა მდინარაძემ.