ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: მოწოდებული ვართ, არჩევნების შედეგები განსაზღვროს ხალხის ნებამ და არა – გარე გავლენებმა აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან თუ ნებისმიერი სხვა მხრიდან

“როგორც არჩევნების დამკვირვებლები, მოწოდებული ვართ, უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ნებამ განსაზღვროს არჩევნების შედეგები და არა – გარე გავლენებმა, იქნება ეს აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან თუ ნებისმიერი სხვა მხრიდან”, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია, ყველაზე აქტიური არჩევნების დაკვირვების სეზონის შესრულებით.

„ამ შემოდგომამ აჩვენა ეუთოს შეუცვლელი როლის მნიშვნელობა დემოკრატიული გამძლეობის გაძლიერებაში. 2024 წელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია, ყველაზე აქტიური არჩევნების დაკვირვების სეზონის შესრულებით. 500 დამკვირვებელი იქნა გაგზავნილი ამერიკაში, ევროპაში და ცენტრალურ აზიაში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უზბეკეთში, რითაც მოხდა ჩვენი მტკიცე ვალდებულების დემონსტრირება ეუთოს რეგიონში დემოკრატიული სტანდარტების დაცვის მიმართ.

მზარდი პოლარიზაციის ეპოქაში, როცა პოლიტიკური აქტორები შესაძლოა, პრევენციულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგებს, როგორც უსამართლოს, როცა გამარჯვება ხელიდან ეცლებათ, არჩევნების დაკვირვების მნიშვნელობა არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი.

როგორც არჩევნების დამკვირვებლები, მოწოდებული ვართ, უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ნებამ განსაზღვროს არჩევნების შედეგები და არა – გარე გავლენებმა, იქნება ეს აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან თუ ნებისმიერი სხვა მხრიდან.

ეს ძალისხმევა, რომელიც განხორციელდა მჭიდრო თანამშრომლობით დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან და ჩვენს პარტნიორ ასამბლეებთან, მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის გასაძლიერებლად. ისინი იცავენ პრინციპებს, რომლებიც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და ხალხს, რაც უზრუნველყოფს ყველაზე სტაბილურ და უსაფრთხო მომავალს“, – განაცხადა პია კაუმამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები