“ვხედავთ მცდელობებს, დაკნინდეს ეუთო/ოდირის როლი, მისი შეფასებების მნიშვნელობა” – მაკა ბოჭორიშვილი

“ვხედავთ მცდელობებს, დაკნინდეს ეუთო/ოდირის როლი, მისი შეფასებების მნიშვნელობა, ეს ქმედებები გამოიყენება საქართველოში ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის, დესტაბილიზაციის შესაქმნელად”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ქმედებები გამოიყენება საქართველოში ხელოვნური პოლიტიკური კრიზისისა და დესტაბილიზაციის შესაქმნელად.

“მსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ პრინციპების დაცვის აუცილებლობას, რაზეც ეს ორგანიზაციაა დაფუძნებული. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ეუთოს საქართველოს მთავრობის მოწვევით საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 2-მა მილიონმა საქართველოს მოქალაქემ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლის თანდასწრებით დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, არ წყდება სპეკულაციები არჩევნებთან დაკავშირებით. ვხედავთ ასევე მცდელობებს, დაკნინდეს ეუთო/ოდირის როლი, მისი საქმიანობისა და შეფასებების მნიშვნელობა. ეს ქმედებები გამოიყენება საქართველოში ხელოვნური პოლიტიკური კრიზისისა და დესტაბილიზაციის შესაქმნელად.

მოველით, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა დაეფუძნება ობიექტურ შეფასებებს და შესაძლებლობას მოგვცემს, გავაგრძელოთ მუშაობა და თანამშრომლობა რეკომენდაციების შესრულების მიზნით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები