მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი ადამიანი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, ეს ქვეყანას აზიანებს

სალომე ზურაბიშვილი ყველას რომ ეუბნება არჩევნები არ აღიარონ მხოლოდ იმიტომ, რომ ის პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩეს, რა თქმა უნდა ეს ქვეყანას აზიანებს, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს ჩვენს პარტნიორებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

„როდესაც პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი ადამიანი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, ეს ქვეყანას აზიანებს. ამას ვერ იგებენ ჩვენი პარტნიორები და ამას აქვს ხოლმე შედეგები ჩვენს ქვეყანაზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოხდეს იმ მოვლენების შეფასება, რასაც ადგილი აქვს ჩვენ ქვეყანაში და სწორად მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა განაცხადა: „ჩვენ გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, ეს თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც კი“. მისი თქმით, ისურვებდა ანგარიშის ნახვას, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, ხოლო თუ ეს ქართველი ხალხის ნებაა, პატივი უნდა სცენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები