“პრემიერთან დებატებში მონაწილეობა ვეღარ გაბედეს, რადგან რეალობა უარგუმენტოდ ტოვებს იმ ადამიანების სეგმენტს, რომლებიც რადიკალური პროცესების შეგულიანებით არიან დაკავებული” – ვოლსკი
“პრემიერთან დებატებში მონაწილეობა ვეღარ გაბედეს, რადგან რეალობა უარგუმენტოდ ტოვებს იმ ადამიანების სეგმენტს, რომლებიც რადიკალური პროცესების შეგულიანებით არიან დაკავებული”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც მიხეილ ჯანელიძისა და თინა ხიდაშელის მიერ ირაკლი კობახიძესთან დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმას გამოეხმაურა.
“პრემიერი დებატებს როცა დათანხმდა, გაითვალისწინა, რომ ის ადამიანები რაღაცაში ერკვევიან, მით უმეტეს, მათ ასეთი მაღალი სახელმწიფოებრივი პოსტები აქვთ და ვიღაცისთვის შეიძლება, მათი აზრი კომპეტენტური ყოფილიყო. არგუმენტები არ ჰქონდათ, სწორედ ამას ნიშნავს უარის თქმა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.