“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი დატოვა
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი დატოვა.
როგორც გამოცემა წერს, ეს ინფორმაცია, რაც “რადიო თავისუფლებას” ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ჰქონდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურში 4 დეკემბერს დაუდასტურეს.
გვიმრაძე ამ პოზიციაზე 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.