თურქეთმა საკუთარი ტყვეები ჯიჰადისტებზე გადაცვალა
თურქეთში დაკავებული ჯიჰადისტები დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვეებზე გადაცვალეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი „თაიმსი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ივნისში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყის ქალაქ მოსულში თურქეთის საკონსულოს შენობა დაიპყრეს. მათ 46 თურქი დიპლომატი და საკონსულოს 3 ერაყელი თანამშრომელი დაატყვევეს.
„თაიმსის“ ცნობით, ტყვეები თურქეთში მყოფი „ისლამური სახელმწიფოს“ 180 „ბოევიკზე“ გადაცვალეს.
„თაიმსის“ მტკიცებით, გათავისუფლებულთა შორის საფრანგეთის 3 მოქალაქე, 2 ბრიტანელი, 2 შვედი, ასევე მაკედონიელი და ბელგიის მოქალაქე იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ თურქეთს ადრე იმაში ადანაშაულებდნენ, რომ ანკარა ჯიჰადისტების სირიაში თურქეთის ტერიტორიიდან შესვლას, როგორც მინიმუმი, ხელს არ უშლიდა.