პუტინმა ეუთოს თავმჯდომარესთან დონბასში მასობრივი დასაფლავების საკითხი განიხილა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ეუთოს თავმჯდომარემ დიდიე ბურკჰალტერმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მასობრივი დასაფლავების თემა განიხილეს. უცხოური პრესის ცნობით, პუტინმა და ბურკჰალტერმა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას დადებით შეფასება მისცეს.
„საუბარში ასევე განხილული იყო ეუთოს დამკვირვებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი, მათ შორის უკრაინაში 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში“, – განაცხადეს კრემლის პრესსამსახურში.
გარდა ამისა, ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა, ისევე, როგორც პუტინმა, მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, – წერს რუსული პრესა.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე პარასკევს, 3 ოქტომბერს, დუმის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში დასაფლავებების შესახებ შეტყობინებებში „გენოციდის ნიშნები“ ჩანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები