თურქეთის საცხოვრებელ სახლს სირიიდან გაშვებული საზენიტო ჭურვი მოხვდა

სირიის საბრძოლო ზონიდან გაშვებული საზენიტო ჭურვი თურქეთის ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ტელეკომპანია „ხაბერ თურკის“ ინფორმაციით, არავინ არ დაშავებულა, რადგან საზღვართან მდებარე სოფლებიდან მოსახლეობა ევაკუირებული იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ჭურვმა, რომელიც საცხოვრებელ სახლს მოხვდა, სახლის სახურავი ჩაამტვრია და გვერდით მდებარე მაღაზიის კედელი დაანგრია. სამხედროებმა, რომლებიც საზღვარს იცავენ, საპასუხო საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. თურქეთის ტერიტორიაზე ჭურვები ქალაქ კობანიდან ხვდებიან, რომელიც ერთ კილომეტრშია განლაგებული. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში საზღვართან 14 ჭურვი დაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები