“აქციის დაწყებისთანავე დაიწყეს გარკვეულმა პირებმა სხვადასხვა სახის უკანონო ქმედებები, კერძოდ, პარლამენტის წინ, შესასვლელთან სხვადასხვა საგნების სროლა, რკინის ჯებირის დამტვრევა” – ვაჟა სირაძე

“მოგახსენებთ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას – პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაიწყო აქცია, მინდა, მოვუწოდო აქციის მონაწილეებს, მათ ორგანიზატორებს და განსაკუთრებით იმ აქტიურ პირებს, რომლებიც სხვადასხვა უკანონო ქმედებას ჩადის”, – ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მიმდინარეობის პერიოდში დგას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა დაცვის მიზნით, მაგრამ აქციის დაწყებისთანავე დაიწყეს გარკვეულმა პირებმა სხვადასხვა სახის უკანონო ქმედებები, კერძოდ, პარლამენტის წინ, შესასვლელთან სხვადასხვა საგნების სროლა, რკინის ჯებირის დამტვრევა, ასევე ფაქტი ჰქონდა შუშების ჩამტვრევას, საიდანაც ახდენდნენ ცეცხლის წაკიდებას ოთახებში, რის შემდეგაც ჩვენს მიერ მოხდა რეაგირება და 2 პირი ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული,”- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები