ეკა ბესელია ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც დეპუტატმა საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, ევროსაბჭოში დელეგატები ყურადღებას არა აქცენტს, არამედ შინაარს აქცევენ. “ელემენტარული ცოდნაა საჭირო, როდესაც ასეთ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს ვინმე, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ქართულად ვერ მეტყველებს და ზოგჯერ უჭირთ ხოლმე წინადადებები ბრუნვაში ჩასვან. ევროსაბჭოში გამოსვლა ხდება იმ ენაზე, რომელიც ოფიციალური სამუშაო ენაა. საერთოდ, ძალიან დიდ უკულტურობად და დაბალ დონედ ითვლება, განსაკუთრებით ევროსაბჭოში, სადაც ძალიან ბევრი დელეგაციის წარმოდგენილია, როდესაც იწყება საუბარი, ვინ რა აქცენტით საუბრობს, იქ შინაარს უსმენენ და არა იმას, ვინ საუბრობს აქცენტით თუ უაქცენტოდ. საერთოდ, ასეთი უკულტურობა მე მგონია, რომ ძალიან უხერხულად აისახება იმ ადამიანებზე, ვინც ზოგადად ამაზე საუბრობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, იქ ყურადღება მახვილდება იმაზე, თუ რაზე საუბრობენ ქვეყნების წარმომადგენლები და არა იმაზე, ვინ როგორი აქცენტით საუბრობს ევროპის საბჭოში. ასეთ თემებს როგორც წესი არ განიხილავენ და მე მგონი ცოტა უხერხულიც კი არის. გულწრფელად გითხრათ, კომიკურია საერთოდ ამ თემებზე საუბარი”, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები