ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან 3 ოქტომბერს მოკლული 22 წლის მირზა გოჩუაძის ახლობლები და მშობლები არიან შეკრებილნი. სასამართლოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესებს სამართალდამცველები იცავენ. 22 წლის მირზა გოჩუაძის მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციელი ლაშა ჯიხვაშვილია დაკავებული, რომლის სასამართლო პროცესი დღეს 14:00 საათზე უნდა დაიწყოს. ადვოკატი ჯიხვაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს შეფარდებას, პროკურატრურა კი პატიმრობას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ლაშა ჯიხვაშვილს ბრალი 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 333-ე (იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით აქვს წარედგენილი. 3 ოქტომბერს, ქუთაისში, დევნის ოპერაციის დროს პოლიციის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს. პროკურატურამ გოჩუაძის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი ლაშა ჯიხვაშვილი დააკავა. მას გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები