“ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტის წინ დღესაც იქნება აქცია” – ზურაბ ჯაფარიძე
“ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტის წინ დღესაც იქნება აქცია”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
„პროტესტი მნიშვნელოვანია, გუშინ იყო კარგი დღე, პროტესტი იყო არა მარტო თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც. პროტესტმა უკვე მოიტანა შედეგი, ვნახეთ, რომ საჯარო დაწესებულებებში წერენ მანიფესტებს და ემიჯნებიან კობახიძის განცხადებას, მაგის გამოძახილია საერთაშორისო რეაქციებიც. პროტესტის მთავარი აზრი არის იმის დემონსტრირება, რომ ამ ქვეყანაში უმრავლესობა ვართ ის ადამიანები, ვინც არ შევეგუებით თავისუფლების დაკარგვას. ამ პროტესტის გაგრძელება აუცილებელია.
ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტის წინ იქნება აქცია”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.