“ახლა ჩიტაძის და ჭიჭინაძის გზა არსად არ მიგვიყვანს, მიგვიყვანს მხოლოდ გადაჩეხამდე” – ლელა რაზიკაშვილი
“ახლა ჩიტაძის და ჭიჭინაძის გზა არსად არ მიგვიყვანს, მიგვიყვანს მხოლოდ გადაჩეხამდე”, – ასე ეხმიანება თბილისში განვითარებულ მოვლენებს გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელი, ლელა რაზიკაშვილი.
„საქართველოში არის სხვა ქუჩა, სხვა გზა, სადაც არის ერთდროულად საქართველოს გადარჩენის და აყვავების შანსი და საქართველოს დაღუპვისა და გადაჩეხის საშიშროება, ეს არის ავტობანი, სადაც ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შუა დერეფანი მიდის, ეკონომიკურ გზა, ხერხემალი საქართველოსი და ის გვირგვინდება ანაკლიის პორტით, სადაც უნდა გაიაროს მთელმა მსოფლიომ. ჩვენც ამ გზით უნდა შევიდეთ ევროპაში.
თუ ვინმეს უყვარს საქართველო და საქართველოსთვის ბრძოლა, თუ რამე არის დასაცავი საქართველოში, არის სწორედ ეს პროექტი, რომელზედაც შემოსული ძალიან დიდი ქვეყნები განაპირობებენ იმას, რომ ჩვენ ვიქნებით უსაფრთხოდ. ჩვენი მთავარი მტერი, რუსის ტანკი ვერ გაბედავს ამ გზაზე გამოსვლას. ვფიქრობ, ამაზე მარტო პოლიტიკოსი კი არა, ყველა გულანთებული ახალგაზრდა უნდა ფიქრობდეს ამაზე და დაფიქრდეს რომელ გზაზე დევს საქართველოს გადარჩენის შანსი“, – აღნიშნა რაზიკაშვილმა.