უქმნიდა თუ არა ბაჩო ახალაია ცოლისძმას პრივილეგირებულ პირობებს – ექსმინისტრის განცხადება

„ჩემი მეუღლის ძმა იჯდა მე-8 საპყრობილეში და იმისთვის არ შემიქმნია პირობები და ვიღაც ნაძირალებს რატომ შევუქმნიდი? – ამის შესახებ თავდაცვისა და შს ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ჩვენების მიცემისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულის გაკეთების არც სურვილი ჰქონდა და არც საშუალება.
რაც შეეხება იმას, ისხდნენ თუ არა ერთად სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები, ახალაიას თქმით, იგი მე-7 დაწესებულებას ხშირად სტუმრობდა და რაც მას აქვს ნანახი, ისინი ცალ-ცალკე ისხდნენ.
„ხშირად დავდიოდი და ვათვალიერებდი, რადგან ნდობის ხარისხი ციხის თანამშრომლების მიმართ დაბალი იყო. მე რაც ნანახი მაქვს, ისინი ცალ-ცალკე ისხდნენ. ჟურნალისტებიც კი მყავდა შეყვანილი, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ისინი ერთად ისხდნენ და მე ჟურანლისტები შევიყვანე, რათა ენახათ”, – განაცხადა ახალაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ახალაიას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად მუშაობის პერიოდს. პროკურატურის ცნობით, ბაჩო ახალიას ბრალი სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებისთვის ციხეში პრივილეგირებული პირობების შექმნაში ედება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები