რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 7 პოლიციელი დაშავდა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 7 სამართალდამცველი დაშავდა. აქედან ერთი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
აქციაზე ძალოვნების გარდა მედიის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეებიც დაშავდნენ. „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი მსუბუქი ტვინის შერყევის დიაგნოზით ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.
დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ გავრცელებულა.