ირაკლი კობახიძე – მიხეილ სარჯველაძესთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე, ის არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტი სათანადოდ შესრულდება

მიხეილ სარჯველაძე ასევე რამდენიმე თვეა, შეუდგა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულებას და მიუხედავად იმისა, რომ მასაც ჰქონდა მცირე დრო, უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სამთავრობო გუნდს მიხეილ სარჯველაძესთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.

„ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. უკვე არაერთი ახალი ინიციატივა იქნა წარდგენილი საზოგადოების წინაშე და ბატონი მიხეილ სარჯველაძე არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ პროგრამით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტი სათანადოდ შესრულდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები