ნინო წილოსანი – დავით კირთაძეზე: ძალიან სამწუხარო იყო, როდესაც ვნახეთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ძალადობაში არის ბრალდებული

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირთაძის მისვლას გამოეხმაურა.

“ძალიან სამწუხარო იყო, როდესაც ვნახეთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ძალადობაში არის ბრალდებული და რომლის ძალადობაც, გარდა იმ მუხლისა, რომლითაც დაისაჯა, ადამიანების თვალში უბრალოდ, იყო სადიზმი. ამიტომ თუ კირთაძის მიმართ ევროკავშირის წარმომადგენლობას გარკვეული გაკიცხვის, შენიშვნის მიცემის ან ჭკუის დარიგების სურვილი აქვს, შეიძლება, რამე გამართლება მოვუძებნოთ ევროკავშირის ოფისში მის მისვლას. თუმცა, თუ უბრალოდ, შეხვედრას ესწრება და სამუშაო ფორმატში არის ეს ადამიანი ევროკავშირის წარმომადგენლობაში მისული, მაშინ ჩვენდა სამწუხაროდ, ახალი ანტისტანდარტი წარმოგვიდგინა ევროკავშირმა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, ცესკოს ოპოზიციური წევრები ევროკავშირის საელჩოში პოლიტიკის, ინფორმაციისა და პრესის განყოფილების უფროსის მოადგილესთან, პიერ სალიერთან და პროექტის მენეჯერ, ანტონიო დალ-ბორგოსთან შეხვედრა გამართეს. მათ შორის, საელჩოში შეხვედრაზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით კირთაძე, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს ცესკოს 16 ნოემბრის სხდომაზე სახეში საღებავი შეასხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები