ჰონგ-კონგი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ჰონგ-კონგში, სამთავრობო კვარტალში სახელმწიფო მოხელეები მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუუნდნენ. პროტესტანტების რაოდენობა შემცირდა, ახლა ქუჩაში დაახლოებით რამდენიმე ასეული ადამიანი რჩება, – წერს უცხოური პრესა. ბოლო კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციაზე ათობით ათასი ადამიანი იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების მხრიდან ულტიმატუმის ვადა, რომლის მიზანი დემონსტრანტების დაშლა იყო, დღეს დილით ამოიწურა. თუმცა, უცხოური პრესის მტკიცებით, პოლიციის მხრიდან დანარჩენი დემონსტრანტების დაშლის გეგმების არანაირი ნიშანი არ არსებობს.
დემონსტრანტებმა ჰონგ-კონგის ცენტრის პარალიზება მოახდინეს, რადგან ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატების შერჩევაში პეკინის მონაწილეობა მათთვის მიუღებელია. პეკინმა ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადა და საპროტესტო გამოსვლებს „უკანონო“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები