ირაკლი ქარსელაძე – 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი

,,დღეის მდგომარეობით ქვეყნის 100-ზე მეტ მდებარეობაში მიმდინარეობს 3 მილიარდამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელების შემდგომ დამატებით 300 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება და ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის გაუმჯობესება და მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგება. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, რომელიც უზრუნველყოფს 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქის, 24-საათიან წყალმომარაგებას. ხოლო სოფლების წყალმომარაგების მიზნით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეტაპობრივად, ჯამურად, 300,000 ბენეფიციარისთვის 24-საათიან წყალმომარაგება იქნება უზრუნველყოფილი.

,,მნიშვნელოვანია ის ძალისხმევა რაც წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის მიმართულებით ხორციელდება, არსებულ 6 გამწმენდს, სამ-საფეხურიან ბიოლოგიურ გამწმენდ ნაგებობას, დაემატება 11 ახალი გამწმენდი ნაგებობა.ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც მიმართულია მოსახლეობის წყალმომარაგების პროცესის უზრუნველყოფისთვის“ – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები