“გოლფ კლუბ ამბასადორი კაჭრეთის“ ინიციატივით, ღონისძიება – „შემოდგომა კაჭრეთში“ გაიმართა (ვიდეო და ფოტოკოლაჟი)

“გოლფ კლუბ ამბასადორი კაჭრეთში“ ღონისძიება – „შემოდგომა კაჭრეთში“ გაიმართა.
ღონისძიებაზე შემოდგომასთან ასოცირებული რთველის ტრადიცია გაცოცხლდა.
საღამოს ფარგლებში „მოძრაობის თეატრმა“ თემატური თეატრალიზებული სკეტჩები წარმოადგინა. სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეულ საპატიო სტუმრებს გლეხების, თავადების, ბანოვანების, კინტოების ფორმებში გამოწყობილი მსახიობები შეეგებნენ და მათ თეატრალიზებულ რთველში უშუალოდ ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ.55
საღამოზე წარმოდგენილი იყო როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ელემენტების შემცველი ფოლკოლური ნომრები. მასში მონაწილეობდა ეთნო ჯაზჯგუფი – „ეგარი“, რომელმაც საკუთარი, პოპულარული მუსიკალური ნომრები წარმოადგინა. იმ დღეს გოლფ-ტურნირიც გაიმართა, სადაც პროფესიონალი მოთამაშეები მონაწილეობდნენ. ტურნირის გამარჯვებულებს კი სპეციალური პრიზები გადაეცათ. როგორც ტურნირის დასრულების შემდეგ გოლფის ფედერაციის პრეზიდენტმა თორნიკე ქებურიამ განაცხადა, მსგავსი სახის ტურნირები საქართველოში გოლფის განვითარებას შეიწყობს ხელს.
“ტურნირის მონაწილეებმა ძალიან საინტერესო თამაში გვაჩვენეს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საქართველოში გოლფის განვითარებას“, – აღნიშნა ქებურიამ. ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერა საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა „კვირამ “ უზრუნველყო. მას ჟურნალისტი ლიკა ქორქია უძღვებოდა.
ღონისძიების პარტნიორობას უწევდნენ პოლონურ-ქართული კომპანია „აგრომაქს დეკორი“, რომელმაც სპეციალურად ამ დღისთვის პოლონეთიდან საქართველოში სხვადასხვა ჯიშის იშვიათი დეკორატიული მცენარეები ჩამოიტანა. „ამბასადორი კაჭრეთის“ როგორც გარე ლოკაცია, ისე დარბაზის შიდა ინტერიერი, სპეციალური დიზაინით სწორედ „აგრომაქს დეკორმა“ გააფორმა. ოფიციალური ნაწილის შემდეგ კუბური მუსიკის საღამო გაიმართა. კომპოზიციები კუბიდან მოწვეულმა პროფესიონალმა მუსიკოსებმა წარმოადგინეს. საღამო „მოძრაობის თეატრის“ ცეცხლოვანი შოუთი დაიხურა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=nuhLkxzzO7Y” width=”560″ height=”315″]

10661985_1501805200067957_3440251014857282775_o

IMG_0001

10661985_1501805200067957_3440251014857282775_o

10557768_1501805143401296_7488271077426737558_o

10604716_1501805206734623_4702431824499665944_o

10484490_1501805280067949_3479842035395149530_o

1491347_1501805226734621_7137652841490083112_o

777]]

1146520_10203694424218822_3207112618874909626_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები