IDF აცხადებს, რომ ისრაელმა „ჰეზბოლას“ 180-ზე მეტ ობიექტს დაარტყა (ვიდეო)

ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა, დღეს, ლიბანის მასშტაბით, „ჰეზბოლას“ 180-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავრცელებს.

სამხედროები აცხადებენ, რომ დარტყმები განხორციელდა სამეთაურო ცენტრებზე, იარაღის საწყობებსა და „ჰეზბოლას“ სხვა ინფრასტრუქტურაზე ბეირუთში და სამხრეთ ლიბანში.

ვიდეო: Emanuel (Mannie) Fabian

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები