“პრეზიდენტობის კანდიდატი გარანტირებულად იქნება ადამიანი, რომელზეც ყველა იქნება დარწმუნებული, რომ ის მხოლოდ საკუთარ სამშობლოს ემსახურება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ზურაბიშვილი უცხოეთში უნებართვო ვიზიტებს ახორციელებდა, საქართველოს პარლამენტმა გადაიხია თავზე კონსტიტუციაო. რაღაზე ველაპარაკოთ?! [პრეზიდენტი] მინიმუმ ასეთი არ უნდა იყოს. პრეზიდენტობის კანდიდატი გარანტირებულად იქნება ადამიანი, რომელზეც ყველა იქნება დარწმუნებული, რომ ის მხოლოდ საკუთარ სამშობლოს ემსახურება. დანარჩენი – ადამიანური თვისებები, კომპეტენცია და ბევრი სხვაა, მაგრამ მთავარია, იყოს ქართველი და ეს არ არის მხოლოდ გენეტიკურ ნაწილზე საუბარი. ქართველი უნდა იყოს და ემსახურებოდეს საქართველოს“, – აღნიშნა მდინარაძემ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს ჩატარდება.