“პარლამენტის წინ დგომა, ცხელი სასმელის დარიგება, ლობიანების დაჭრა და ხალხისთვის გადაცემა, არ არის საკმარისი“ – ნიკა გვარამია
“უნდა ჩამოვყალიბდეთ – რა გვჭირდება. მარტო პარლამენტის წინ დგომა, ცხელი სასმელის დარიგება, ლობიანების დაჭრა და ხალხისთვის გადაცემა, არ არის საკმარისი”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
“აჯანყებას, არალეგიტიმური რეჟიმის შეცვლას პოლიტიკოსები არ ახდენენ მეგობრებო, პოლიტიკოსები მონაწილეობენ ამაში. ამას აკეთებს პირველ რიგში ხალხი, მათ შორის საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას, მათ შორის პოლიტიკოსებისთვის რაღაცა შესაძლებლობების მიცემით, მაგრამ უნდა ჩამოვყალიბდეთ. ერთ ნაწილში როდესაც ჩვენ გვინდა, რომ ვთქვათ, რომ კოალიცია გვინდა და ბელადი არ გვინდა, ლიდერი არ გვინდა ერთი და ა.შ., ვამბობთ ამას. მეორე შემთხვევაში, როცა უკვე სხვა განწყობაზე ვართ, ვამბობთ, რომ ბელადი გვჭირდება და ერთი ლიდერი, რომელიც ყველაფერს შეცვლის”, – აღნიშნა გვარამიამ.