ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ალაგოასის შტატში ავტობუსის კლდიდან გადავარდნის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას შტატის ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომხდარის შემდეგ 29 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
ალაგოასის შტატის გუბერნატორმა, პაულო დანტასმა დაღუპულთათვის სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
„მე გავეცი ბრძანება სახელმწიფოს სრული მობილიზაციისთვის, სახანძრო ბრიგადის გუნდები და მთელი ჯანდაცვის სტრუქტურა მუშაობენ დასახმარებლად“, – დასძინა გუბერნატორმა განცხადებაში.
ამასთან, ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა სიტუაციას აკვირდება და შტატის ხელისუფლების დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა.