გროზნოში აფეთქების შედეგად 5 პოლიციელი დაიღუპა

გროზნოში ისაევის პროსპექტზე აფეთქება მოხდა. „ბანდიტმა“, რომელიც მოედანზე, სადღესასწაულო ღონისძიებებზე შეღწევას ცდილობდა, თავი აიფეთქა. გავრცელებული მონაცემებით, აფეთქების შედეგად 5 პოლიციელი დაიღუპა, 12 სამართალდამცავი კი დაიჭრა.
დადგენილია დამნაშავის ვინაობა – 19 წლის ადგილობრივი მოსახლე ოპტი მუდაროვი.
როგორც ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, პოლიციელმა საკუთარი სიცოცხლის ფასად ათობით სამოქალაქო პირის დაღუპვა აიცილეს თავიდან. კადიროვის თქმით ის. ვინც აფეთქება განახორციელა, „არაფერს წარმოადგენს“. „რესპუბლიკაში მშვიდობა, სტაბილურობა და აყვავებაა. ჩვენ თავდაჯერებულად ვუყურებთ ხვალინდელ დღეს“, – განაცხადა კადიროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები