ზურაბ ქადაგიძე: გუშინ რადიკალური ოპოზიციის მომხრეები ბიძინა ივანიშვილის სახლთან სკანდირებდნენ წადიო – დღეს დილით კი ნიკა გვარამიამ აიღო ბილეთი და ქვეყნიდან წავიდა

პარლამენტში შესასვლელად ახლა ოპოზიცია მორალური მიზეზის ძიებაშია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა და დასძინა, რომ რადიკალურ ოპოზიციას, სხვა გზა არ აქვს, რამენაირად უნდა გაამართლონ მათი შემდგომი პუფობა.

„გუშინ რადიკალური ოპოზიციის მომხრეები ბიძინა ივანიშვილის სახლთან იყვნენ მისულები და სკანდირებდნენ წადიო“, – დღეს დილით ნიკა გვარამიამ აიღო ბილეთი და ქვეყნიდან წავიდა.

პარლამენტში შესასვლელად ახლა ოპოზიცია მორალური მიზეზის ძიებაშია. სხვა გზა არ აქვთ, პუფობა რაღაცნაირად უნდა „გააპრავონ“. ორი დღის წინ იმუქრებოდნენ მე-11 მოწვევის პარლამენტს, არავითარ შემთხვევაში, არ მივცემთ შეკრების საშუალებასო და კი შედგა დღეს პირველი სხდომა“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები