“სალომე ზურაბიშვილის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს საქართველოს პრეზიდენტად და არა ის, რომ კონსტიტუციური ვადები დაიცვას” – ვლადიმერ ბოჟაძე

“[სალომე ზურაბიშვილის] მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს საქართველოს პრეზიდენტად და არა ის, რომ კონსტიტუციური ვადები დაიცვას”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მმართველი გუნდის პრეზიდენტის არჩევის ვადებს დაიცავს.

„ჩვენ არჩევის ვადებს დავიცავთ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებას, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მისი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს საქართველოს პრეზიდენტად და არა ის, რომ კონსტიტუციური ვადები დაიცვას, იგივე – დღევანდელი დღე, საპარლამენტო არჩევნების თარიღი არ დანიშნა, მერე ალბათ, საუბარს დაიწყებს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და ამიტომ მათი არჩეული პრეზიდენტიც არალეგიტიმურია და მე არ გამოვალ ორბელიანების სასახლიდან და ასე შემდეგ, შესაძლოა, ეს შემდეგი სერიებიც ვიხილოთ“, – განაცხადა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები