“პარლამენტი ორიენტირებულია იმ მიზნების შესრულებაზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობისთვის არის უმნიშვნელოვანესი“ – გივი მიქანაძე
“პარლამენტს ლეგიტიმაციას ანიჭებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ამომრჩეველი. მოსახლეობამ 26 ოქტომბერს გააკეთა თავისი არჩევანი და არჩეული პარლამენტის 150 წევრს მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა.
„დღეს იყო ამ ლეგიტიმაციიდან გამომდინარე საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ცნობის საკითხი, ის კომპონენტი, რომ გახარია აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც მიანიშნებს, რომ ის არ აპირებს სიების ჩახსნას და მანდატებზე უარის თქმას, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს იყო სიცრუის განცხადებები მათი მხრიდან, რომელიც პირველ ეტაპზე გაკეთდა ოპოზიციის მიერ მაშინ, როდესაც არანაირი საკანონმდებლო ჩარჩო არ არსებობდა იმისთვის, რომ ეს განცხადებები გაეკეთებინათ. მას არანაირი სამართლებრივი ფასი არ ჰქონდა კონტექსტიდან გამომდინარე.
ჩვენ, როგორც გითხარით, მივადევნებთ თვალყურს პროცესს, თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ისინი აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში. პარლამენტი აუცილებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას, მათთან ერთად თუ მათ გარეშე. პარლამენტი არის ლეგიტიმური, აქვს უფლებამოსილება, რომ იმუშაოს, განახორციელოს, როგორც კანონშემოქმედებითი, ასევე ზედამხედველობის ფუნქცია და პარლამენტი პირველ რიგში ორიენტირებულია იმ მნიშვნელოვანი მიზნების შესრულებაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობისთვის არის უმნიშვნელოვანესი“, – აღნიშნა მიქანაძემ.