ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.
სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკთან, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელთან ლუის ფელიპე ფერნანდეს დე ლა პენიასთან და რეგიონული პოლიტიკის ევროკომისართან იოჰანეს ჰანთან.
ვიზიტის ფარგლებში ალექსი პეტრიაშვილი სიტყვით გამოვა “ევროპული პოლიტიკის ცენტრში” თემაზე: საქართველო 2008 – უკრაინა 2014: ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შედეგი.